დღეს, 20 აპრილს, ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან 251 წელი გავიდა. 1770 წელს, ერეკლე მეორის სარდლობით ქართველთა ჯარმა, ოსმალეთის ლაშქართან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ასპინძის მუნიციპალიტეტში. დღესასწაული კულტურის ცენტრის წინ, 12:00 საათზე, მონუმენტური ძეგლის ყვავილებით შემკობითა და დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.
კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები - ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება - კულტურის ცენტრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამცხე", ფოლკლორული ანსამბლი "წუნდა", სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ასპინძელების დაჯილდოვება, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
13:00 ასპინძის რაგბის ბაზაზე ერეკლე მეფის გარდამავალი თასიც გათამაშდა, სადაც ერთმანეთს სამცხე ჯავახეთის "ტაო" და თელავის "ჭადარი" დაუპირისპირდნენ.