ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს. ტერიტორია ასპინძის ქუჩაზე 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს.
„ნანთონ სანძიენ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორის ანა გელნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მაისის პირველ რიცხვებში მოხდება. აუზის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან, ამჟამად კომპანიას 30-დან 80 ადამიანამდე დასაქმება შეეძლება.
აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა, კონტრაქტის მიხედვით, 18 თვეში დასრულდება და გათვალისწინებული იქნება საცურაო აუზების და ტრენაჟორების მოწყობა. პროექტის მიხედვით, დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25 მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე.
გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადმინისტრაციის შენობა. ასევე დაგეგმილია კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზების მოწყობა.
კომპლექსის ასაშენებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 11 მლნ. 604 343 ლარია. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
აუზისა და სპორტკომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ჯერ კიდევ 2018 წელს შეირჩა. პროექტის შესაძენად ტენდერი 2019 წელს, ორჯერ გამოცხადდა. ამავე წლის მარტში ახალციხის საკრებულომ, აუზის ტერიტორიაზე ავარიული შენობის დემონტაჟზე მერიას უარი უთხრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი წლის განკარგვის უფლებით გადაეცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.