საზოგადოება
ხვალ, 12 საათზე, მთელ საქართველოს მოვუწოდებ დადგეს ბორჯომელების გვერდით - გიორგი დიასამიძე
პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის მიერ მუშაობის გაჩერებაზე გავრცელდა ინფორმაცია.
ორდღიანი გაფიცვის შემდეგ ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. ორი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი. ორგანიზაცია მხოლოდ განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა.
კომპანიისგან განსხვავებით, გაფიცულ მუშებს სამცხის დეპუტატი შეხვდა. ანტონ ობოლაშვილმა მათი მოთხოვნები მოისმინა და კომპანიის ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ შევიდა.
გაფიცულები ამ დრომდე ელოდებიან ერთის მხრივ პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის გამოსვლას და მეორეს მხრივ კომპანიის გადაწყვეტილებას.
Տարածեք :