ახალციხის მერია ავტომანქანებს, სპეცტექნიკას და მიწის ნაკვეთებს ყიდის
30.06.2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გადაწყვიტა, რომ მის ბალანსზე არსებული ავტომობილები და სპეცტექნიკა გაყიდოს. ოთხი "ნივა", ორი "07", „მიცუბიშის“ მარკის, ჯიპის ტიპის ერთი მანქანა და ორი სპეცტექნიკა აუქციონზე გაიყიდება.
„ჟიგულის“ საწყისი ფასი 1 500-1 600 ლარია, "ნივას" - 1 500, 1 600 და 2 100 ლარი, MITSUBISHI PAJERO – 2 000 ლარი, რაც შეეხება მძიმე ტექნიკას - BELARUS IUMZ 3 000 ლარად არის შეფასებული, თოვლის სახვეტი აგრეგატი კი 35 000 ლარად. საერთო ჯამში, რვავე ნივთის საწყისი ფასი 49 800 ლარია.
ამის გარდა, ახალციხის მერია სამ მიწის ნაკვეთს ყიდის. ახალციხის ტბის მიმდებარედ 492 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 22 140 ლარია (კვადრატული მეტრი 45 ლარი).
ახალქალაქის გზატკეცილზე, გზის მარჯვენა მხარეს, 71 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 840 ლარად არის შეფასებული (კვადრატული 40 ლარი), ამავე ტერიტორიაზე 170 კვ.მ. მიწის ნაკეთის საწყისი ფასი 6 800 ლარია.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მათ სანაცვლოდ ახალი ავტომობილების შეძენა არ იგეგმება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.