ახალციხის რეფერალურ კლინიკაში 72 დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღეს
26.07.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო სამცხე-ჯავახეთშიც. რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან ,,ფაიზერით“ იმუნიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია შესაძლებელი, მომავალი კვირიდან კი ფაიზერის იმუნიზაციის კაბინეტი დაემატება, რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას.
24 ივლისს, მიღებული 360 დოზა ვაქცინა, სპეციალურ მაცივარში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინახება.
სპეციალისტები თქმით, შექმნილია ყველა პირობა ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის პროცესის ზედმიწევნით მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩასატარებლად. პარალელურად აცრის პროსცესი შეფერხებით გრძელდება ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ ახალციხეში 360 დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღეს, აქედან 72 დოზა, ახალციხის რეფერალურმა კლინიკამ, რეგისტრირებულ მოქალაქეთა ასაცრელად, დილიდანვე გაიტანა.
ფაიზერით იმუნიზაციის პროცესს ახალციხეში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.