მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, აიკრძალოს
მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაიწყება.
კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ასევე იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.