რა რაოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ არასრულწლოვანთან ან ტაქსიში მოწევის შემთხვევაში
„თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
გთავაზობთ, იმ ინიციატივებს, რასაც საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს:
ცვლილებებით დაგეგმილია მოწევის აკრძალვა ტაქსებსა და კატერებში. კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან;
მოწევა აიკრძალება ასევე მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით. ამ შემთხვევაში პირველადი ჯარიმა ყველასათვის 100 ლარით არის განსაზღვრული;
იგეგმება ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე გადასახადების გაზრდა და თამბაქოს სხვა პროდუქტებთან გათანაბრება;
ცვლილებით მოხდება - თამბაქოს ნაწარმში არომატიზატორების გამოყენების აკრძალვა;
მკაცრად გაკონტროლდება და კონკრეტულ უწყებას დაექვემდებარება ინტერნეტში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვის კონტროლის საკითხი.