ხაშური-ბორჯომის გზაზე, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა.
დღესვე, უამინდობის გამო, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე სავალი ნაწილიდან, მოცურების შედეგედად, კიდევ ორი ავტომობილი გადავიდა.
interpressnews.ge