საზოგადოება
რა გაძვირდა ყველაზე მეტად იანვარში?
2022 წლის იანვარში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის კომბოსტო ლიდერობს, რომლის ფასიც 213,8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, გთავაზობთ იმ ტოპ-10 პროდუქტს, რომელზე ფასიც იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა:
- კომბოსტო - 213,8%-ით;
- ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 78,3%-ით;
- ელექტროენერგიის გადასახდელი - 73,8%-ით;
- ნაგვის გატანის გადასახდელი - 58,1%-ით;
- წყლის გადასახდელი - 57,7%-ით;
- ქლიავი - 55,8%-ით;
- ლურსმანი - 53,3%-ით;
- თერმომეტრი - 43,1%-ით;
- გაზი გათხევადებული - 39%-ით;
- ბენზინი - 37,1%-ით.
bpn.ge
Տարածեք :