საზოგადოება
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართული აქცია დასრულდა
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართული აქცია დასრულდა, რომელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილობრივი ნიკოლოზ ბეგიშვილის მიერ შეკრებლ მხარდამჭერებს ოფისთან, "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მათ პროვოკატორები და "ნაძირლების ხროვა" უწოდეს. მშვიდობიანი აქცია რამდენიმე წუთში სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შეძლო.
"ხალხი, რომელიც გეი-პარადს აპრავებს, მელაპარაკება ღირსებაზე. 2008-ში ესენიც და მათი ლიდერებიც კურდღლებივით დაიმალნენ. მე მინდა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რა რუსული ნარატივი? იმისთვის არ მოხდა 9 აპრილის მოვლენები, რომ ამერიკის და ევროპის მონები ვიყოთ" - განაცხადა "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
აქციას შეუერთდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, კონსერვატიული პარტიის მხრიდან პროვოკაციას ელოდნენ და ამისთვის მზად იყვნენ.
"ეს ამათი სახეა და გამოაჩინეს კიდეც. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ადამიანებმა არ იციან რაში ყოფენ თავს. ვინ არიან დამფუძნებლები, ვის ფულს იღებენ. ეს პარტია, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება არ უნდა არსებობდეს საქართველოში" - აღნიშნა "ლელოს" ადგილობრივმა წარმომადგენელმა მანუჩარ ჩაჩანიძემ.
შეგახსენებთ. რომ კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აქცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაანონსდა. მისი ორგანიზატორი ადგილობრივი ნიკოლოზ ბეგიშვილი იყო.
ასევე ნახეთ:
Տարածեք :