საზოგადოება
12 წლის ვლადიმერ ინასარიძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლს ჩააბარებენ
12 წლის ვლადიმერ ინასარიძის დასახმარებლად ახალციხეში დონაციის აქცია გაიმართება. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი 26 მარტს 11:00 საათიდან მსურველებისგან სისხლს ჩაიბარებს. აქცია ახალციხის სამხატვრო სკოლის შენობაში გამართება.
ახალციხელ ვლადიმერ ინასარიძეს ავთვისებიანი სიმსივნე აგრესიულ ფორმებში დაუდგინდა. რთული მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში გადაყვანას. ოჯახს კი ამისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნია.
საქველმოქმედო აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
1.ასაკი 18-60 წლამდე
2.წონა მამაკაცი-65კგ.ის. ზემოთ, ქალი 55 კგ.ის ზემოთ
3.დონორი ვალდებულია ექიმთან გასაუბრებისას აღნიშნოს თუ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე პრობლემა, გადატანილი დაავადებები, ოპერაციები, ტრამვები,
ქრონიკული დაავადებები (ჩიყვი, დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ალერგია რთული ფორმით);
4.გასაუბრების შემდეგი ეტაპი: დონორს არ უნდა ქონდეს მიღებული
ალკოჰოლი წინა დღეს; ერთი თვის მანძილზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა; 12 თვის მანძილზე ცოფის/ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;
4 თვის მანძილზე ხომ არ ჩაუტარებია სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტატუ, პირსინგი, ყურის გახვრეტა.
5. დონორს გაესინჯება წნევა და ჰემოგლობინი
6. ჩაბარების წინ დონორი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მომზადებული,
მსუბუქად ნასაუზმები და გამოძინებული;
7. თუ დონორი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იგი დაიშვება დონაციაზე.
8. დონაცია გრძელდება 5/7 წუთი.
9. უანგარო დონაციაში მონაწილეობისათვის დონორი დაჯილდოვდება სიგელით.
10. დონორს 14 დღის განმავლობაში კონფედენციალურად მიეწოდება შემდეგი ანალიზის პასუხები:
სისხლის ჯგუფი
ჰემოგლობინი
რეზუსი
B ჰეპატიტი
C ჰეპატიტი
აივ ინფექცია/შიდსი
ასევე ნახეთ:
Տարածեք :