2 აპრილი აუტიზმის ცნობიერებს ამაღლების მსოფლიო დღეა
2 აპრილს აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. უკვე მე-12 წელია მსოფლიო კამპანიას საქართველოც უერთდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს საშუალოდ 10 %-ით იზრდება. სტატისტიკა მზარდია საქართველოშიც.
აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიური დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება.
აუტიზმის მქონე პირებს აქვთ სოციალური კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების მყარი დეფიციტი ასევე, გამოირჩევიან უცნაური ან/და განმეორებადი ქცევით. მათი ძლიერი მხარეა: კარგი მეხსიერება, მათემატიკური და კომპიუტერული უნარები, მუსიკალური შესაძლებლობები.
კვლევებით დგინდება, რომ აუტიზმი უფრო მეტად გავრცელებულია ვაჟებში, ვიდრე გოგონებში. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიმდინარე მონაცემებით, გოგონებში 68-დან 1 ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ხოლო ვაჟებში - 42-დან 1-ს.