ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები, მუშაობის დასაწყებად, გარანტიას ითხოვენ
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" ჩამომსხმელ ქარხნებში დასაქმებულებს საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს. თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის შემოთავაზებას ერთი პირობით დათანხმდებიან: თუკი გარანტიას მიიღებენ, რომ ძველი სამუშაო გრაფიკის აღდგენის შემთხვევაში, ადრინდელ ანაზღაურებას დაუბრუნდებიან.
თანმშრომლები კომპანიისგან ამ გარანტიის დადასტურებას დოკუმენტურად მოითხოვენ.
"IDS ბორჯომი საქართველო"-სა და ჩამომსხელ ქარხნებში დასაქმებულებს შორის, მედიაციის როლს "საქართველოს პროფკავშირების" წარმომადგენლები ასრულებენ. ისინი ცდილობენ, კომპანიამ სამუშაო პროცესი აღადგინოს ისე, რომ დასაქმებულების უფლებები არ დაირღვეს.