ბორჯომის თანამშრომლებმა ახალ ხელშეკრულებებზე ხელი არ მოაწერეს
02.05.2022
ველოდებით პრემიერის განცხადებას - "IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა, ადმინისტრაციისგან შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებებზე ხელი არ მოაწერეს.
დაწესებული სანქციების გამო ქარხნის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს საათობრივი ანაზღაურება შესთავაზა და ხელმოწერის ვადა მსურველებს 3 მაისამდე დაუთქვა. "IDS ბორჯომის" მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენს მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა, რის გამოც თვეზე მეტია ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია. კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს საათობრივი ანაზღაურება შესთავაზა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ორივე მხარე გადაწყვეტილების მიღებამდე პრემიერის განცხადებას დაელოდება.
დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირები იცავს. გიორგი დიასამიძე დღეს #1-ლ ჩამომსხმელ ქარხანასთან 150-მდე თანამშრომელს შეხვდა. დასაქმებულებს იმედი აქვთ, რომ მათსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგება. კომპანიამ გაჩერების შესახებ ოფიციალურად 29 აპრილს განაცხადა.
ასევე ნახეთ:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.