საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის დირექტორი თანამშრომლების ნაწილს შეხვდა
"IDS ბორჯომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი N1 და N2 ქარხნის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს კომპანიაში შექმნილი ვითარება და ისაუბრეს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებზე.
შეგახსენებთ, რომ თანამშრომლებთან, დღეს, 12:00 სთ-ზე დაანონსებული შეხვედრა არ შედგა. კომპანიის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შესახვედრად, პირველი ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულები არ შევიდნენ.
Տարածեք :