საზოგადოება
უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთშია გაზრდილი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაიზარდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2010-21 წლებში.
წყარო: საქსტატი
უწყების თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონის ცვლილება 2021 წელს წინა წელთან შედარებით რეგიონების მიხედვით.
წყარო: საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.
2021 წელს წინა წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.
Տարածեք :