სოფელ ზანავში, ოთხი სოფლის აღსაზრდელებისთვის, საბავშვო ბაღი გაიხსნა
21.06.2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა 100 ბავშვზეა გათვლილი და ის ოთხი სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება.
საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსდა. პროექტის თანადამფინანსებლები არიან World Vision-საქართველო და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა 72 607 აშშ დოლარია. ამ თანხით აშენდა შენობა-ნაგებობა, ხოლო შიდა სარემონტო სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მმერია დააფინანსა. საბავშვო ბაღი ინვენტარითWorld Vision საქართველომ აღჭურვა. დამატებით, World Vision საქართველო უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგების გადამზადებასაც.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ბაღის გახსნის ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში, „World Vision-საქართველოს“ დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამას, 1998 წლიდან დღემდე, საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.