საზოგადოება
საბაჟო-გამშვები პუნქტი "ვალე" ისევ დახურულია
საბაჟო-გამშვები პუნქტი "ვალე" ისევ დახურულია. საზღვრის კვეთის პროცედურები კვლავ "კარწახი"-ს მიმართულებით ხორციელდება, რომელიც ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მუშაობს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 27 ივნისს თურქეთის მხარემ სისტემის გამართულობა შეამოწმა და სატესტო რეჟიმში რამდენიმე სატვირთო ავტომობილი გაატარა. მათივე ცნობით, საბაჟო რამდენიმე დღეში ამუშავდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "ვალეს" საბაჟო-გამშვები პუნქტის დროებით დახურვის შესახებ ინფორმაცია 29 მარტს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პუნქტს სამუშაო პროცესი 25 მაისიდან უნდა აღედგინა. თუმცა გამშვები პუნქტის გახსნა ისევ გადაიდო. მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
Տարածեք :