საზოგადოება
ზურა ხაჩიძე გადაცემა ”ღამის პრაიმ-თაიმს” ტოვებს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე გადაცემა ,,ღამის პრაიმ-თაიმს”, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის ეთერში გადის, აღარ წაიყვანს. აღნიშნულის შესახებ რწმუნებულის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.
,,დიდი მადლობა რუსთავი2 გამოცდილებისთვის და ძალიან კარგი მეგობრების შეძენისთვის! ანა, ავთო, ნინო, ნიკა, ბაჩო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მინდა მოგახსენოთ ჩემებო - მე გადაცემა ”ღამის პრაიმ ტაიმს” აღარ წავიყვან! მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ვიმუშავე ამ ერთი სეზონის მანძილზე" - წერს ხაჩიძე ფეისბუქზე.
არის თუ არა გადაცემის დატოვების მიზეზი საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
Տարածեք :