სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
9 აგვისტოს 08:00-დან 09:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე დენი გაითიშება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, ტყემლანაში, თისელში, გურკელსა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, თოთხამში, კოჩიოსა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, დიდ გონდრიოში, მამწვარაში, ყულალისსა და მიმდებარე სოფლებში;
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.