სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამცხე-ჯავახეთში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
17 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წინუბანი, გურკელი, აწყური, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში: თამარაშვილის, ხანძთელის, დიდიმამიშვილის, მთაწმინდელის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში;
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფოკა, რადიონოვკა, ტამბოვკა, ასფარა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში;
13:30-დან 15:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თორია, ყაურმა, ეშტია, გორელოვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ნინოწმინდაში აღმაშენებლის, სპანდარიანის, ერზრუმის, შაუმიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.