SSSS


საზოგადოება
საქართველოში 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს - პროფკავშირები
„საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რატომ არის ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარი.

„საქსტატი“ რა მონაცემსაც დებს ციფრთან დაკავშირებით რეალურია და საშუალოდ ასე გამოდის, მაგრამ აქ ძაღლის თავი აბსოლუტურად სხვაგან არის დამარხული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპაში ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის ხელფასებს შორის სხვაობის სტანდარტი არის არაუმეტეს 1/15-თან ანუ, თქვენ, დასაქმებულს თუ გაქვთ ერთი ლარი, მე, როგორც თქვენს მენეჯერს, შეიძლება 15 ლარი მქონდეს და არა 21 ან 32 ლარი. ამერიკაში ეს არის არა უმეტეს 1/25-თან. საქართველოში ამ უმსგავსობის პალიტრა, ტოპმენეჯმენტსა და მუშა კაცს შორის ხელფასი არის 1/60-თან, 1/50-თან, 1/95-თან და ა.შ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, საშუალო არითმეტიკულს როცა გამოიყვან, ის ციფრი კი მეტ-ნაკლებად თავმოყვარედ და მომხიბვლელად გამოიყურება, როგორც ახლა „საქსტატის“ შემთხვევაში, მაგრამ „საქსტატმა“, რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს. საარსებო მინიმუმი არის 201 თუ 203 ლარი.

ეს საშუალო ხელფასის ციფრი - 1 304 ლარი, რაც „საქსტატმა“ გამოიანგარიშა, არის უბრალოდ ის, რომ ტოპმენეჯმენტში თუ ვიღაცას ხელფასი 60 000 ლარი აქვს, იმის მუშებს შეიძლება, 400-450-500 ლარი ჰქონდეთ და ამის საშუალო კი კარგი ციფრი გამოდის. 60 000-ისა და დავუშვათ, 500-ის შეფარდება ერთმანეთთან ლამაზი ციფრი გამოდის, მაგრამ რეალობისგან და იმ ყოფისგან, რა ყოფაშიც დასაქმებული ადამიანები იმყოფებიან, კარდინალურად განსხვავდება,“
- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.