საზოგადოება
პიროტექნიკის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდულობთ „ასაფეთქებლებს“
პიროტექნიკის იმპორტი 4,2-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 5,816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,370 მლნ აშშ დოლარის.
გთავაზობთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს პიროტექნიკა ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ.
ტოპ-5 ქვეყანა:
- ბულგარეთი - 2,256 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი - 1,841 მლნ აშშ დოლარი
- მონტენეგრო - 1,174 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი - 520.9 ათასი აშშ დოლარი
- გერმანია - 16.5 ათასი აშშ დოლარი
Տարածեք :