საზოგადოება
რა საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს იწყება და 7 იანვარს დასრულდება. პირველი ღონისძიება ნინოწმინდაში, დღეს გაიმართება.
24 დეკემბერი ნინოწმინდა
ტერიანის ქუჩაზე ღონისძიება 12:00 სთ-ზე დაიწყო. გაიმართება საშობაო ბაზრობა, მოეწყობა საბავშვო სივრცეები და საკარნავალო მსვლელობა. ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და ესტრადის მომღერლები მიიღებენ. ნინოწმინდელებს 17:00 საათიდან უმღერებენ ნეკა სეფისკვერაძე, სოფო პაპუაშვილი, კვარტეტი ჰანგები, დათო არჩვაძე, დათო შანიძის კვარტეტი, დავით მაზანაშვილის ბენდი. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
25 დეკემბერი ახალციხე
საახალწლო ზეიმი ახალციხის პარკში ხვალ 25 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე დაიწყება. ახალციხელებს ელით ორკესტრის მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ზღაპრის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან შეხვედრა, გაიმართება ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი და აზოტის შოუ. 18:30 სთ-ზე იმღერებენ თემურ თათარაშვილი, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები. საახალწლო ზეიმი 20:00 სთზე ფოიერვერკით დასრულდება.
26 დეკემბერი ახალქალაქი
ღონისძიება თამარ მეფის ქუჩაზე, ცენტრალური პარკში 14:00 სთ-ზე საშობაო ბაზრობით გაიხსნება. მოეწყობა საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. 18:00 სთ-ზე ახალქალაქში თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი და ჯგუფი „ბანი“ იმღერებენ. ზეიმი ფოიერვერკით დასრულდება.
28 დეკემბერი ადიგენი
თამარ მეფის ქუჩაზე საახალწლო პროგრამა 14:00 სთ-ზე საშობაო ბაზრობით დაიწყება. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც მოეწყობა საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. გაიმართება სხვადასხვა თამაში და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. ადიგენის მოსახლეობას ჯგუფი „მიქსტურა“ უმღერებს და კონცერტს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.
31 დეკემბერი ასპინძა
საახალწლო ღონისძიება თამარ მეფის N3-ში, 15:00 სთ-ზე დაიწყება. ტრადიციულად, აქაც გაიმართება საშობაო ბაზრობა, ზღაპრის გმირების საზეიმო და საკარნავალო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. სამცცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ასპინძაში 23:00 -23:30 სთ-ზე იმღერებს ანსამბლი „ჰერიო“, ხოლო 23:55 - ჯგუფი ,,ბანდეროლი“. ახალ წელს ასპინძელები მრავალჟამიერითა და საზეიმო ფოიერვერკით შეხვდებიან.
ბორჯომი 5 იანვარი
ბორჯომში, თოკების პარკი საახალწლო ღონისძიება 15:00 სთ-ზე საზეიმო ორკესტრის მსვლელობით დაიწყება. ღონისძიებას საშობაო ბაზრობა, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი და აზოტის შოუ გააგრძელებს. ბორჯომელებს ანსამბლი “ალილო” და ჯგუფი “ოჩოს ქოხი” უმღერებენ. კონცერტი 20:00 სთ-ზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ბაკურიანი 7 იანვარი
წაქაძის ქუჩა, 25 -იანების მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო პროგრამა 14:00 სთ-ზე საშობაო ბაზრობით დაიწყება. ბაკურიანშიც გაიმართება ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, საბავშვო გასართობი პროგრამა და სხვადასხვა თამაში და მოსიარულე ორკესტრის შოუ. ბაკურიანელებსა და დამსვენებლებს ანსამბლი „შვიდკაცა“ და ბენდი „ნიუტონი“ უმღერებენ. ზეიმი 19:00 სთ-ზე ფოიერვერკით დასრულდება.
Տարածեք :