აღნიშნე ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე - რა ზიანს გვაყენებს ფეიერვერკი?
აღნიშნე ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე - ამ იდეის ქვეშ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაერთიანდა. კამპანიის მთავარი მიზანი კი ადამიანების, ცხოველების და ფრინველების პიროტექნიკისგან გამოწვეული ხმაურისგან და მავნე ნივთიერებებისგან დაცვაა.
ცხოველთა დამცველების ინფორმაციით, ფეიერვერკის გამოყენება საფრთხეს უქმნის ოთხფეხა მეგობრებს, აყენებს მათ ძალიან დიდ სტრესს და აზიანებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას მოულოდნელი ხმების განმეორებითმა ზემოქმედებამ ცხოველებში შესაძლებელია გამოიწვიოს მუდმივი ფობია, რაც მომავალში ზრდის პანიკის რეაქციებს ხმამაღალ ხმებზე.
განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ამ დროს მიუსაფარი ცხოველები არიან, რადგან მათ არ ჰყავთ შემფარებელი.
ხმაურის აუტანლობის ნიშნები ცხოველებში:
• მოუსვენრობა
• კანკალი/თრთოლა
• გახშირებული სუნთქვა
• გადაჭარბებული სიფხიზლე
• გაყინვა ან უმოძრაობა
• კვებითი დარღვევას
პიროტექნიკული საშუალებები ასევე:
• საფრთხეს უქმნის ველური ბუნების წარმომადგენლების სიცოცხლეს
• შეიცავს სიცოცხლისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, რომელიც ატმოსფეროში გროვდება, საბოლოოდ კი ნიადაგში ან წყალში აღმოჩნდება
• იწვევს სხეულის ფიზიკურ დაზიანებებს.
• ფსიქიკური სირთულეებისა და ტრავმების მქონე ადამიანებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეებისა, აღსანიშნავია პიროტექნიკით დაზარალებული ადამიანების ყოველ წლიურად მზარდი და შემაშფოთებელი სტატისტიკა.
ფოტო: ფეთვერსი • Petverse