ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
20 მარტს 19:00 საათზე, მესხეთის დრამატულ თეატრში, ქართველი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
ქართული ესტრადის წარმომადგენლები, 17 წლის ადიგენელი ელენე გავაშელისთვის ერთიანდებიან.
ბილეთის ფასი 10 ლარია, მათი შეძენა კი თეატრის სალაროში შეგეძლებათ.