საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საქმეს განიხილავს
13 აპრილს საფარმა ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ვითხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას" - ნათქვამია "საფარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული სიტუაციის და მასში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველია აპარატმა არაერთი კვლევა და დასკვნა გამოაქვეყნა.
Տարածեք :