საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა
ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა, ხოლო 11% მსუქანია.
ამავე კვლევის თანახმად, ბავშვებში ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი დაბალია.
„ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის მიხედვით, ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა (ბიჭების 30% და გოგონების 26%), ხოლო 11% მსუქანია. დაბალია ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.