საზოგადოება
როგორია 9 აპრილის ქუჩაზე დაშავებული ბავშვის მდგომარეობა?
9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც კლინიკა "იმედში" განგვიცხადეს პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე გაწერეს.
"დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე" - განაცხადა "მეცხრე არხთან" მზია კაკოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა წუხელ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
Տարածեք :