ასპინძაში "შოთაობა-2023’’ გაიმართება
23 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული - ,,შოთაობა-2023’’ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათვე ცნობით, 23 სექტემბერს, 13 საათიდან გაიმართება ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები - მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში და საზეიმო კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
"შოთაობის" სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში ყოველწლიურად აღინიშნება, რადგან ერთ-ერთი ვერიით შოთა რუსთაველი სწორედ მესხეთის ამ სოფლიდან იყო.