საზოგადოება
ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ
ახალციხეში მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწეს. პარალელურად მიმდინარეობს ქუჩების საახალწლო ილუმინაციებით მორთვაც.
2024 წლის შესახვედრად ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ჯამში 218,750 ლარი დაიხარჯება.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული წინა წლების მსგავსად, წელსაც შპს "დანდია", რომელიც მუნიციპალიტეტის საახალწლოდ გაფორმებაზე 2017 წლიდან ზრუნავს.
საახალწლო მორთულობებისთვის გამოყოფილი თანხების სია კი ასე გამოიყურება:
- საახალწლო განათების (სტრინგების) შესყიდვის უზრუნველყოფა: 3 700 ლარი
- ფეიერვერკების შესყიდვა: 16 800 ლარი
- საახალწლო განათების (აქსესუარების) შეძენის უზრუნველყოფა: 40 700 ლარი
- მთავარი ნაძვს ხე და მისი აქსესუარები: 140 550 ლარი
- საახალწლო დეკორაციები: 17 000 ლარი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Տարածեք :