ასაკობრივი პენსიის მოცულობა გაიზარდა
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარი გახდა.
ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და შეადგინა 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის 378 ლარი.