Facebook-მა და Instagram-მა მუშაობა განაახლეს
სოციალურმა ქსელებმა, „ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ მუშაობა განაახლეს.
მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელები საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიუწვდომელი.
სოციალურ ქსელებს პრობლემა ჰქონდათ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
პრობლემა "მეტას" პლატფორმებზე, ნიუ-იორკის დროით დილის 10:00 საათზე დაიწყო. "თქვენი ფასვორდი არასწორია" - ეს შეტყობინება მიიღეს "ფეისბუქის" მომხმარებლებმა და მას შემდეგ ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარ გვერდებზე წვდომას.
შეფერხებით მუშაობდა „ინსტაგრამიც“, თუმცა აქ განსხვავებული პრობლემა ფიქსირდებოდა. არცერთ მომხმარებელს არ ჰქონდა პრობლემა შესულიყო პლატფორმაზე, თუმცა კონტენტი არ იხსნებოდა ან არ ახლდებოდა.
„მეტას“ პლატფრმების გავლით შეზღუდული იყო როგორც ტექსტური გზავნილების, ასევე ვიდეოზარების განხორციელება.
მსგავსი პრობლემები იყო „ფეისბუქ“ მესენჯერში და „ვოთსაფშიც“, შესაბამისად, მომხმარებლებს არ შეეძლოთ აუდიო და ვიდეოზარების განხორციელება, ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
კომპანია „მეტას“ გათიშვის მიზეზებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სოციალური ქსელების მიერ მუშაობის განახლებამდე, „მეტას“ პრესსპიკერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სერვისებზე წვდომაზე პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყვნენ და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობდნენ.