საზოგადოება
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გამოვლინდენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით:
შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა სკოლებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული ინიციატივები და ერთმანეთს გააცნეს მცირე საგრანტო კონკურსის და ბიზნესის მხარდაჭერის შედეგად განხორციელებული პროექტები.
ლიდერი სკოლები, მომავალ აკადემიურ წელს, საკუთარ ცოდნასა და გამოხდილებას რეგიონის სხვა სკოლებს გაუზიარებენ.
Տարածեք :