ჟურნალისტი, მეხანძრე, პოლიციელი - კიდევ რომელია სტრესული პროფესიები
ბრიტანული გაზეთმა City A.M. CareerCast-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ახალი კვლევა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად და მეტად სტრესული სამუშაოებია დადგენილი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი სამსახურში ყოფნისას სტრესს და შფოთვებს განიცდიდა. ნაწილი კი პირიქით, მათ სამუშაო გარემოს სტაბილურს და მშვიდს უწოდებს. სწორედ ამ მონაცემს დაეყრდნო მედია.
ყველაზე სტრესული სამუშაოები
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ყველაზე სტრესული სამუშაო მთელს მსოფლიოში ასევე ყველაზე მოთხოვნადია. ესენია:
ტაქსის მძღოლი
უფროსი კორპორატიული აღმასრულებელი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
წამყვანი
რეპორტიორი/ჟურნალისტი
ღონისძიების კოორდინატორი
პოლიციის ოფიცერი
პილოტი
მეხანძრე
სამხედრო მოსამსახურე
ნაკლებად სტრესული სამუშაოები:
სამედიცინო ლაბორანტი
ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი
ფარმაცევტი
იუველირი
სამედიცინო დოკუმენტაციის ტექნიკოსი
უნივერსიტეტის პროფესორი
რადიოლოგი
თმის სტილისტი
დიაგნოსტიკური სამედიცინო მუშაკი
წყარო: msn.com