27 ივნისს ევროპის საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
ხუთშაბათს, 27 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე, ისევე როგორც მიმდინარე საკითხებზე გადაუდებელი დებატების გამართვას ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე. მისი თქმით, ახლა დებატების გამართვა, შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა იყოს, ვინაიდან არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. ამიტომ მიქანაძემ დებატების გადადება მოითხოვა.
მიუხედავად მიქანაძის მოთხოვნისა, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატების გამართვას 116 დეპუტატიდან მხარი 92-მა დაუჭირა. შესაბამისად, საქართველოზე დებატები 27 ივნისს დილით ჩაინიშნა.