დღეს ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს 15 ივლისს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად.