სამცხე-ჯავახეთის ნაწილს დენი გაეთიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ინდუსა.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით 12:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე.
12:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში კახარეთი, ღორძე, სამყური, ჩორჩანი, ლელოვანი.
13:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი, ტყემლანა.
12:50-დან 17:30 საათამდე პერიოდში - 40-40 წუთით აბონენტებს დაბა ბაკურიანში წაქაძის, ბორჯომის, ცხრაწყაროს ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.