ბორჯომში ხანძარია, ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთვებიან
ახალდაბაში ხანძარია, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში "ნეძვის" ხეობაში, შუალოს მთაზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულები არიან რეგიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე რეინჯერები, თუმცა მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამდრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ბორჯომის მერი tv9news.ge -სთან აცხადებს, ცეცხლი სავარაუდოდ ერთ ჰექტარს უკიდია, ხილვადობა ცუდია რის გამოც ხანძრის კერებამდე მეხანძრეები ტექნიკით მისვლას ვერ ახერხებენ. ოთარ არბოლიშვილის თქმით, ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მძიმე ტექნიკას ხანძრის კერებამდე მისასვლელი გზა გაჰყავს.
"გაჩენილი ხანძარი დასახლებული პუნქტისაგან დაშორებულია, მიუვალი ადგილია ამიტომ ზუსტად არ ვიცით ადგილზე რა მდგომარეობაა. ტერიტორიაზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ხვალ დილით კი ვერტმფრენები ჩაერთვებიან, ამისთვის გუბურა უკვე მოვამზადეთ"- ამბობს ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი.
მისი განმარტებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი ჩაერთვება და ისინი, დილით ადრე დაიწყებენ მუშაობს.