საზოგადოება
რომელია საუკეთესო მეორადი ავტომობილი
ამერიკელმა ექსპერტებმა უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც მყიდველს ათასობით დოლარს დააზოგინებს. რეიტინგი Consumer Reports-ზე ვრცელდება.
რეიტინგი ავტომობილის საიმედოობისა და მფლობელის კმაყოფილების შესახებ ტესტის შედეგების საფუძველზე შეიქმნა. საუკეთესო მოდელები სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა ფასის კატეგორიაში გამოვლინდა.
ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილებია:
10 ათას დოლარამდე ღირებულების Chevrolet Cruze (2017)
15 ათას დოლარამდე Hyundai Elantra (2019) და SUV (სპორტული უნივერსალი) - Honda HR-V (2018)
20 ათას დოლარამდე:
ჰიბრიდი - Toyota Corolla Hybrid (2021)
კომპაქტური SUV - Kia Sportage (2021)
ჰიბრიდული კროსოვერი - Toyota RAV4 Hybrid (2018)
საოჯახო SUV - Mazda CX-9 (2020)
პრემიუმ SUV - Buick Envision (2020)
პიკაპი - Toyota Tacoma (2015)
სპორტული ავტომობილი - Mazda MX-5 Miata (2019)
ბიზნესპრესნიუსის ცნობით, ექსპერტების შეფასებით, Chevrolet Cruze სასიამოვნო სამართავია და შედარებით ფართო სალონი აქვს. ამასთან, Hyundai Elantra საწვავის შთამბეჭდავი ეკონომიურობით გამოირჩევა.
Տարածեք :