„არა კრემლის დიქტატს“ - აქცია პარლამენტთან
„არა კრემლის დიქტატს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც განაცხად, რომ - „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ივანიშვილის ეს განცხადება დღესვე, ქალაქ გორში გააპროტესტეს მედიაორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც.