ვალეში მცხოვრებ ირაკლი თელიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ვალეში მცხოვრებ ირაკლი თელიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, იგი სიმსივნეს ებრძვის. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
ირაკლი თელიაშვილი 2023 წლის ნოემბრიდან სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მკურნალობას გადიოდა, თებერვლის ბოლოს კი თურქეთში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
აქამდე ოჯახი საკუთარი სახსრებით მკურნალობდა, თუმცა ახლა ყველა რესურსი ამოეწურათ, ამიტომ ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
"ალბათ იცით რომ საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ქიმიო თერაპიის ნაწილს აფინანსებს. არ ფინანსდება არცერთი ანალიზი, დიდი კვლევები, კონსულტაციები, რაც ყოველთვიურად რეგულარული კურსისთვის ათასობის ლარს შეადგენს, ამაში არ შედის საკვები დანამატები (ანემიის გამო), სისხლის გადასხმები რაც თვეში დაახლოებით 4000 ლარის იყო. ახლა დამატებით დაენიშნა იმუნოგლობულინის მკურნალობა და შეეცვალა ქიმიო თერაპია, რომელიც თურქეთის ექიმების დანიშნული პროტოკოლით უნდა მოხდეს, რომლის ხარჯების მობილიზებასაც ცდილობს ოჯახი. მხოლოდ 5 დღიანი იმუნოგლობულინის გადასხმა, მხოლოდ მედიკამენტები 32,500 ლარი ჯდება. გადასხმის სტაციონარული მომსახურება ყოველდღიურად 150-300 ლარია, ყოველდღიური დამატებითი ანალიზი 100 ლარი (3 კვირაა ყოველდღე იკეთებს და უნდა აგრძელოს სანამ ექიმი არ მოუხსნის)"- წერენ ოჯახის ახლობლები.
ირაკლი თელიაშვილის დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:
თიბისი ბანკი: GE44TB7233745063300006 (მიმღები: თამილა თელიაშვილი - ირაკლის და, პირადი ნომერი: 47001012094);
საქართველოს ბანკი GE13BG0000000528924310 (მიმღები: თამილა თელიაშვილი - ირაკლის და პირადი ნომერი: 47001012094);
ლიბერთი ბანკი GE43LB0211126122755000 (მიმღები: სალომე (ჟუჟუნა) თელიაშვილი - ირაკლის დედა, პირადი ნომერი: 47001029629);