"ავტოსადგურის კაპიკის ფასად ფეოდალებისთვის გადაცემა უნდათ" -შპს "მგზავრის" დირექტორი
ახალციხეში, "შპს მგზავრის" დირექტორმა ნატალია ჩიხლაძემ, დღეს 20 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია სამართალდამცველების მხრიდან იდევნება. მისივე თქმით, სასამართლოში საჩივარი შევიდა, თითქოს-და ავტოსადგურის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფართები მას იჯარით აქვს გადაცემული სხვადასხვა პირზე, რაც მისივე მტკიცებით, სიცრუეა.
"ამ სარჩელის გამო პოლიცია მოვიდა სადგურში და გამოკითხა აქ დასაქმებული პირები. ეს ადამიანები შეშინებულები არიან. პოლიციაშიც ვიყავი დაბარებული. იჯარით გადაცემა აკრძალული გვაქვს, ამიტომ ასე არ არის. ჩვენ ამ ადამიანებთან გვაქვს სიტყვიერი და უზუფრუქტის შეთანხმება. მე პოლიციას არ ვენდობი ამიტომ მოვითხოვ, მაგისტრმა მოსამართლემ დამკითხოს" - ამბობს ნატალია ჩიხრაძე.
ნატალია ჩიხრაძე ეჭვობს, პოლიციას მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყება, რის გამოც ადვოკატებთან ერთად ახლო მომავალში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც დოკუმენტებით იტყვის, თუ ვის და რატომ უნდა მისი ბიზნესის ჩამოშლა.