საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები შემცირდა
საქართველოს მიმდინარე წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი მოგზაური რუსეთიდან ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, რუსი ვიზიტორების რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში 1 111 004 შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები წლიურად 3.3%-ით (-38 049 ვიზიტი) შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 3 კვარტალში საქართველოში ვიზიტი 1 149 053-მა რუსეთის მოქალაქემ განახორციელა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5.79 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს. აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.