რომელ მუნიციპალიტეტებში ვერ იღებს მოსახლეობა ტექინსპექტირების მომსახურებას
„არაერთი მუნიციპალიტეტი ტექინსპექტირების მომსახურების გარეშეა დარჩენილი, მაგალითად, ხულო, შუახევი, ადიგენი, ასპინძა და სხვა“, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში 155 ათასზე მეტი მოქალაქე ტექინსპექტირების მომსახურებას ვერ იღებს.
„კვლავაც რჩება გამოწვევები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ინსპექტირების მოძრავმა ხაზებმა მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეასრულონ თავისი მოვალეობა და მიაწოდონ მოქალაქეებს მომსახურება“, - განაცხადა დათო მესხიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის მოქმედებს 72 ტექინსპექტირების ცენტრი, აქედან 26 თბილისშია.