15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია
მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3 992 842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
რუსეთი - 1 111 004 ვიზიტორი;
თურქეთი - 1 060 285 ვიზიტორი;
სომხეთი - 732 271 ვიზიტორი;
ისრაელი - 229 739 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 163 207 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 146 949 ვიზიტორი;
ირანი - 120 840 ვიზიტორი;
ბელარუსი - 118 192 ვიზიტორი;
უკრაინა - 89 398 ვიზიტორი;
ინდოეთი - 87 491 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი - 77 567 ვიზიტორი;
ჩინეთი - 66 485 ვიზიტორი;
გერმანია - 62 804 ვიზიტორი;
პოლონეთი - 53 245 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 50 450 ვიზიტორი.