ენერგო პრო-ჯორჯია 26 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
საპარლამენტო არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები.
„კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგებას. უამინდობის, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ელექტროენერგიის მიწოდება თუ შეეზღუდება საარჩევნო უბანს, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეეშლება, რადგან ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები დენის წყაროს გარეშე შეუფერხებელ მუშაობას რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებენ. თუმცა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მზადაა ოპერატიული რეაგირებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.