საზოგადოება
დაგროვებითი პენსიის ნაწილობრივ გატანაც შესაძლებელია
საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს დაგროვებითი პენსიის მხოლოდ ერთიანად და ერთჯერადად გატანა/მოხმარება არ მოუწევს. მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის გატანას ნაწილობრივაც შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები კანონმდებლობაში გასულ წელს შევიდა.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საპენსიო ასაკში დაგროვებითი პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
- პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
- ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
- მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.
Տարածեք :