ახალქალაქის მცხოვრებმა მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაჭრა გაასაჩივრა
სამცხე-ჯავახეთში ჩივიან, რომ „რეალურ პირობებში მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება" სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება. ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ექსპერტიზის შედეგები გაასაჩივრა. ოჯახის წევრების თქმით, მათი საჩივარი დაკმაყოფილდა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხარჯზე ,,ჩაჭრილი" მორიგი მცდელობისთვის მიიწვიეს. თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი გამოცდაზე ჩაჭრას ისევ უსამართლოდ მიიჩნევს.
ორი წელია, რაც მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ გამოცდას, საქართველოში დაემატა მესამე ნაწილი - ავტომობილის „რეალურ პირობებში მართვა“ ანუ ქალაქში მოძრაობა. ახალქალაქში ამბობენ, რომ მსურველთა უმეტესობას მესამე ნაწილისთვის 7-8 მცდელობა მაინც ესაჭიროება. ადგილობრივების უმეტესობა ირწმუნება, რომ მსურველთა ,,ჩაჭრა" ფიქტიური მიზეზებით ხდება.
ახალქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი, ქალაქში მოძრაობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად 7 მცდელობის მიუხედავად, მაინც ჩაიჭრა. ახალქალაქელ მამაკაცს საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ რუსთავის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მთავარ სამმართველოში საჩივარი უკვე შეიტანა.
„ჩემი შვილი უკვე ერთი წელია ცდილობს მართვის მოწმობის აღებას. გამუდმებით იჭრება ერთი და იგივე მიზეზის გამო, თითქოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე არასწორი მანევრირება ჰქონდა. ორჯერ ასე გააკეთეს, ჩვენ გავჩუმდით, მაგრამ მესამედ, როცა ისევ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს მიაღწია, მის წინ გოგონა აბარებდა გამოცდას, იგი მისდევდა მას, მან ჩააბარა, მოწმობა მისცეს და როცა ჩემი შვილი მივიდა ფეხით მოსიარულესთან, ინსტრუქტორმა დააჭირა სამუხრუჭე პედალს, გააჩერა მანქანა და თქვა _ „ვერ ხედავ გოგოს, რატომ არ უშვებ? ჩემი შვილი გამოვიდა, დახედა და იქ გოგო არ იყო“, – ამბობს ჩაჭრრილის დედა.
სააგენტოს ახალციხის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა განცხადების დაწერისგან თავი შეიკავეს, jnews-ის თანამოსაუბრის თქმით, მიმართვიდან ერთი თვის შემდეგ მიიღეს პასუხი, რომ მართლები იყვნენ და კამერების ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, ტროტუარზე გოგონა ნამდვილად არ იყო. მომსახურების სააგენტომ ისინი ახალციხეში საკუთარი ხარჯებით გამოცდაზე მიიწვია.
„ყველა მანქანა გაუშვა, მოხვევის სიგნალი ჩართო, გადაადგილება მოინდომა და ამ დროს მანქანა აჩქარდა და მისკენ დაიძრა. ინსტრუქტორმა პედალს ფეხი დააჭირა. მოგვიბოდიშა, არ მინდოდა, მაგრამ ეს მანქანა რომ დავინახე, პედალს დავაჭირე, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. თქვა, რომ ალბათობა 50/50 იყო, იქნებ მოახერხოს ჩაბარება, მაგრამ თუ რამე მოხდება, დამაბრალებენ, რომ პედალს არ ვაჭერ“, – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი.
ეს იყო გამოცდის ჩაბარების ბოლო მცდელობა, რადგან გამსვლელის წელი იწურებოდა და ახლა მას ხელახლა უნდა დარეგისტრირებულიყო და ჩაეტარებინა თეორიული და პრაქტიკული, კერძოდ ქალაქში მართვის გამოცდები.
„ძალიან რომ გავბრაზდი, გვითხრეს, განცხადება დაწერეთ და კამერებს ახლავე გახსნიან. ჩემი შვილი მეუბნება: მე რაში ვარ დამნაშავე? ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მანქანა მოდის ჩემკენ და ინსტრუქტორი მუხრუჭს ურტყამს, რაზეც ამბობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და შეგიძლიათ სასამართლოში წასვლა“, – ამბობს ის.
Jnews-ის ცნობით, მართვის მოწმობის აღება ახალქალაქელებს ძვირი უჯდებათ. მარტო ახალციხეში ყოველი მგზავრობა 250 ლარი ღირს, პლუს თეორიული და პრაქტიკული გამოცდების შესვლის საფასური. გამოცდის ჩაბარების ასეთი მცდელობათა რაოდენობის გათვალისწინებით, ბევრისთვის მართვის მოწმობის ღირებულება 1000 ლარს და მეტსაც აღწევს.