ახალციხეც რომ გამოაფხიზლეთ, მაგარ შარში ხართ - აქციის მეოთხე დღე
01.12.2024
ახალციხეში მორიგი საპროტესტო აქცია ორ დეკემბერს, 18:00 სთ-ზე შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში გამართულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს და დაშავებულ ჟურნალისტებს. სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტის თემო ინასარიძის თქმით, ჟურნალისტები სამცხე-ჯავახეთიდან სოლიდარობას უცხადებენ თბილისში დაშავებულ კოლეგებს.
,,ბოლო პერიოდში საფრთხისშემცველი გახდა ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო. ეს განსაკუთრებით ამ აქციებზე გამოჩნდა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ როგორ ძალადობს პოლიცია ჟურნალისტებზე, როგორ ესხმის თავს და ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ეს ადამიანები უნდა უზრუნველჰყოფდნენ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს და თავად გახდნენ მოძალადეები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ჩვენს კოლეგებს ვუცხადებთ სოლიდარობას" - აღნიშნავს თემო ინასარიძე. ,,ახლა ის დროა, როდესაც არავინ უნდა დარჩეს სახლში, რადგან გარეთ წყდება და ქვეყნის ბედი და ევროპული მომავალი, ყველამ უნდა გააპროტესტოს ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. მე ვხედავ თუ როგორ უსწორდებიან ჩემს კოლეგებს ფიზიკურად, მაშინ როდესაც ისინი პროფესიულ მოვლეობას ასრულებენ. ძალიან რთული სანახავია ჩემთვის და დღეს თუ მათ უსწორდებიან, ხვალ მათ ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს" - აღნიშნავს ტოკ ტვ-ის ჟურნალისტი ინგა ირიციანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.